ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელი ვერ ახერხებს პროდუქტის ხელით შეხებას, შემოწმებას ან ჩაცმას. ერთადერთი, რაც აქვს არის პროდუქტის სურათი. სწორედ ამიტომ პროდუქტის ფოტო არ არის უბრალოდ "ლამაზი ვიზუალი" — ის შენი მთავარი გამყიდველია. ხშირად ერთი კარგი კადრი მეტს აკეთებს, ვიდრე ფასდაკლება.
თუ შენი მაღაზია Storera-ზე გაქვს ან გეგმავ მის გახსნას, ეს შვიდი წესი დაგეხმარება, რომ შენი პროდუქტი ონლაინ მაღაზიაში "ცოცხალი" და სანდო გამოჩნდეს.
თეთრი ფონი კლასიკაა — ის პროდუქტს გამოყოფს და მაღაზიას ერთიან, "კატალოგის" იერს აძლევს. მაგრამ თუ ბრენდი თავისი ხასიათი აქვს, მაგალითად: ხელნაკეთობა, კოსმეტიკა, საჭმელი — სცადე ნეიტრალური ბეჟი, ღია ნაცრისფერი, ან თხელი ტექსტურა (ქვა, ხე, ქსოვილი). მთავარი წესი: ფონი არასოდეს უნდა ფარავდეს პროდუქტს.
ძვირადღირებული სტუდიო განათებაც არ გჭირდება. ფანჯრიდან შემოსული დილის ან გვიანი ნაშუადღევის შუქი თითქმის ყველა პროდუქტს ალამაზებს. მოერიდე პირდაპირ მზეს, რადგან ის ქმნის მკაცრ ჩრდილებს. და არასოდეს გამოიყენო ყვითელი განათება.
მომხმარებელის აინტერესებს პროდუქტის სხვადასხვა მხარე: წინ, გვერდი, უკან, დეტალი (ღილაკი, ნაკერი, ეტიკეტი). ერთი კადრში არ ყველაფერს ვერ დავფარავთ, ამიტომ ოთხი კადრი ყიდის ნდობას. თუ პროდუქტს აქვს ფუნქცია (იხსნება, იკეცება, იცვლება) — აუცილებლად აჩვენე მოძრაობაში ან მცირე ვიდეოში.
ონლაინში მთავარი გაუგებრობაა თუ "რა ზომისაა?" არის პროდუქტი. ფოტოზე დაამატე საგანი (ხელი, ჭიქა, წიგნი) და გაიღე კადრი, სადაც ნათლად ჩანს მასშტაბი. ეს ერთი წესი ამცირებს დაბრუნეულობას.
თუ შენი პროდუქტი ხარისხით გამოირჩევა — ნაკერი, ფაქტურა, მასალის სუფთა ზედაპირი — გადაიღე macro კადრი. დახურულ კადრში მომხმარებელი ხედავს იმას, რასაც ვერ აღიქვავს შორიდან გადაღებულ ფოტოში.
არ აქვს მნიშვნელობა, რა სტილს აირჩევ — სუფთა თეთრი ფონი თუ თბილი lifestyle ფოტო. მთავარია, რომ ყველა პროდუქტი ერთნაირად გამოიყურებოდეს. ერთი და იგივე განათება, ერთი და იგივე კუთხეები, ერთი და იგივე ტონი. როცა მომხმარებელი შენი მაღაზიის ათვალიერებს, არ უნდა რჩებოდეს შთაბეჭდილება რომ სხვადასხვა ბრენდის პროდუქტს უყურებს.
წმინდა "კატალოგური" ფოტოს გვერდით ყოველთვის გქონდეს ერთი lifestyle კადრი — სად, როგორ და ვის მიერ გამოიყენება პროდუქტი. ფინჯანი ხელში; ჩანთა ქალის მხარზე; სკამი რეალურ ოთახში. ემოცია არის ის, რაც აიძულებს მომხმარებელს დააჭიროს "ყიდვას" სურვილი, ხოლო რაციონალური ფოტო — ის, რაც აღარ აძლევს უკან დახევის საშუალებას.
_1778241527.png)
_1778241546.png)
_1778241578.png)
_1778241705.png)
_1778241722.png)
_1778241739.png)
_1778241753.png)
თუ ჯერ კიდევ მართავთ ბიზნესს ონლაინ მაღაზიის გარეშე, 2025 წელი შეიძლება სწორედ ის დროა, როცა უნდა გადახვიდეთ ციფრულ სივრცეში. მომხმარებლების ქცევა უკვე შეიცვალა. დღეს მომხმარებლები პროდუქტებს ინტერნეტში ეძებენ და ყიდულობენ. ონლაინ არსებობა უკვე აღარ არის მხოლოდ “კარგია რომ გქონდეს” — ეს უკვე აუცილებლობა. როცა კლიენტი თქვენ გეძებთ, ახლა მთავარია ხილვადობა და ხელმისაწვდომობა (და ერთ მინიშნებას მოგცემთ: ისინი ინტერნეტში გეძებენ
). გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გქონდეთ ონლაინ მაღაზია და როგორ დაგეხმარებათ Storera ონლაინ გაყიდვების დაწყებაში მარტივად :
Facebook, Google, Instagram, TikTok — ადამიანები სწორედ აქ ეძებენ პროდუქტებს და შემდეგ ყიდულობენ. თუ თქვენი ბიზნესი და პროდუქტები იქ არ დახვდებათ, ისინი სხვას იპოვიან.
ფიზიკური მაღაზიებისგან განსხვავებით, ონლაინ მაღაზია 24/7 “ღიაა:. მაშინაც კი, როცა გძინავთ, მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად გააკეთოს შეკვეთა და გადაიხადოს ონლაინ - პირდაპირ მობილურიდან ან სხვა მოწყობილობიდან, სახლიდან გაუსვლელად.
გგონიათ, ონლაინ მაღაზიის შექმნა რთულია? სწორედ ამიტომ შევქმენით Storera — რომ ნებისმიერ ბიზნესს, ტექნიკური ცოდნის გარეშეც, შეეძლოს ონლაინ მაღაზიის შექმნა რამდენიმე წუთში. ჩვენ მოგიმზადეთ ვიდეო გზამკვლევი - როგორ შევქმნათ და გავმართოთ ონლაინ მაღაზია Storera-ს მეშვეობით.
Storera გთავაზობთ ყველაფერს რაც გჭირდებათ: ანალიტიკა, ფასდაკლებების მართვა, მიწოდებისა და ონლაინ გადახდების მრავალფეროვანი მეთოდები — ყველაფერი ერთ პლატფორმაზე, რაც გჭირდებათ გაყიდვების მარტივად და ეფექტურად მართვაში.
სრულყოფილად გამართული ონლაინ მაღაზია მომხმარებელში სანდოობის გრძნობას აჩენს. რაც უფრო მოწესრიგებული და მარტივი იქნება თქვენი ვებგვერდი, მით უფრო კომფორტულად იგრძნობს მომხმარებელი თავს და გაზრდის მის ლოიალობას თქვენი ბიზნესის მიმართ. მოდი, შევაჯამოთ 2025 წელი ციფრული პროდუქტებისა და ონლაინ წარმატების დროა. ჩვენ კი მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ გადახვიდეთ ონლაინ სივრცეში მარტივად, მოიზიდოთ მომხმარებელი და გაზარდოთ გაყიდვები. შექმენით თქვენი ონლაინ მაღაზია — ჩვენთან ერთად
დაჯავშნეთ ონლაინ შეხვედრა Storera-ს გუნდთან: https://calendly.com/storera-support/30min
𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é Storera-ს პარტნიორ კომპანიებს სხვადასხვა აუდიტორულ, საკონსულტაციო თუაუთსორსინგულ სერვისებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é Business Development-ის სერვსიები (ბიზნეს გეგმის / ბიზნეს მოდელის / სტრატეგიულიგეგმის შედგენა და ა.შ.) - 30%-მდე ფასდაკლება სტანდარტულ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში.
ბუღალტრული მომსახურება
მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ:
იურიდიული მომსახურება
საგადასახადო მომსახურება
სპეციალური შეთავაზება საგადასახადო აუდიტზე - თქვენი საგადასახადო რისკების დროულადშემოწმების შესაძლებლობასთან ერთად თანამშრომლობის ფარგლებში შეძლებთ სანქცირებისალბათობის შემცირებასა და თქვენზე მორგებული გრაფიკით საფასურის გადახდას:
Web / App დეველოპმენტი
ფინანსების მოძიება
ამასთან ერთად, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში Loialte უზბეკეთის, როგორც ერთ-ერთყველაზე პერსპექტიულ და საინტერესო ბაზრის ათვისების პროცესში გაგიწევთ კონსულტაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს - www.loialte.com.ge; www.loialte.uz
Storera აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é-სთან თანამშრომლობს.
𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é წარმატებით ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთში და მომხმარებელს კომპლექსურაუდიტორულ, აუთსორსინგულ და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს. 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é პირველიქართული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ISO 9001:2015 სერტიფიკატსფლობს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.
კომპანიის მომსახურებათა პორტფელი 11 სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებას აერთიანებს დამცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს ყველა საჭირო მომსახურებას, რომელიც მათ გამართულად და წარმატებულად მართვას განაპირობებს/უზრუნველყოფს.
𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é-ს სერვისებს შორისაა:
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მცირე და საშუალომეწარმეების გაძლიერებასა და მათი ბიზნესის გაციფრულების გზის გამარტივებას.
მომხმარებლები, რომლებიც Storera-ს დახმარებით შექმნიან ონლაინ მაღაზიას ან უკვე შექმნილიონლაინ მაღაზიის მართვას წარმატებით განაგრძობენ, 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é მრავალფეროვანი მიმართულებებით გაუწევს დახმარებას.
გაეცანით ვრცლად 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭-ს განსაკუთრებულ შეთავაზებას Storera-ს პარტნიორი კომპანიებისათვის.
ელ.კომერციის პლატფორმა B2CGE, რომელმაც დროული და თანმიმდევრული ნაბიჯების საპასუხოდ უმოკლეს დროში მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა საქართველოს მასშტაბით, დღეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბაზრებზე, კერძოდ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება.
B2CGE მისი ტრანსფორმაციის ახალ ჰორიზონტს - Storera-ს წარადგენს, რომელიც დღეიდან არა მხოლოდ ქართველ დამწყებ თუ შემდგარ მეწარმეებს, არამედ აზერბაიჯანელ და უზბეკ ანტრეპრენერებს მისცემს შესაძლებლობას დამოუკიდებლად გააციფრულონ საკუთარი ბიზნესი მარტივად გააციფრულონ.
ახალ ციფრულ წარმატების ეპოქასა და თანმდევ სიახლეებზე, სთორერას თანადამფუძნებელს, ქეთევან ვაჩიბერიძეს გავესაუბრეთ, ან საუბრობს
ქეთი, სანამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერირების უპირატესობებს გაგვიზიარებ, გვიამბე სთორერას შესახებ ვრცლად, რას ნიშნავს B2CGE-ის ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი?
B2CGE-ის ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი გულისხმობს ჩვენი ზრდის შედეგს, რომლის საბოლოო სახეც სთორერაა. გადავწყვიტეთ, რომ ბრენდის იდენტობა ყოფილიყო არა ლოკალური, არამედ რეგიონული. რეგიონი, რომელსაც ჩვენ ვათარგეთებთ ელ.კომერციის დაბალი პენეტრაციით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მიზნად დავისახეთ ავითვისოთ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრები, რაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას მისცემს მარტივად ინტეგრირდნენ ციფრულ ეპოქაში და გააციფრულონ საკუთარი ბიზნესი მინიმალური ძალისხმევითა და ტექნიკური ცოდნით.
რატომ შეაჩერეთ არჩევანი აზერბაიჯანსა და უზბეკეთზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, მოცემულ რეგიონში ელ.კომერციის დაბალი მაჩვენებლია, ამის აღმოჩენაში დაგვეხმარა კვლევა, რომელიც ბაზრის შესწავლის პროცესში ჩავატარეთ. კვლევის მსვლელობისას რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილეთ ყურადღება, მათ შორის იმაზე თუ რამდენად ათვისებული იყო ესა თუ ის ქვეყანა და სათანადოდ განვითარებული იყო თუ არა ისეთი კრიტიკული სერვისები, როგორიცაა ონლაინ გადახდის მეთოდები და მიწოდების მომსახურება. ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის ზომა და მასშტაბები. ჩამოთვლილი კრიტერიუმები გახდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრების მოცვის ინდიკატორი.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყანა არსებულ რეგიონში სპეციფიკურია. კულტურული უნიკალურობა პირდაპირ ისახება საქმის წარმოების პროცესში მდიგომებზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ One size fits all ტიპის მიდგომა ასეთ რეგიონში არაეფექტურია, ამავე მიზეზით ვერ იკიდებენ ფეხს გლობალური პლატფორმები. საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ოპერირება. დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ეგრეთ წოდებულ country specific მოთხოვნებს თამამად, შესაბამისი ქმედებებით ვუპასუხოთ.
რა ტიპის გამოწვევები იჩენს თავს, გაციფრულების პროცესში, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე?
ცხადია ვიზიარებთ/გვესმის, რომ ნებისმიერ სიახლეს თანს სდევს გამოწვევებიც და სირთულეებიც და მათ მიმართ მიმღებლობა გვიმარტივებს მუშაობის პროცესს, ამავდროულად გვეხმარება რეალური მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირი. ვინაიდან პილოტირება დავიწყეთ კლიენტების მიერ გაზიარებული ფიდბექი, რომელიც მკაფიოდ განსხვავდება მოკვლეული ინფორმაციისაგან, განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო ქმედებებს.
ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი მეწარმეების mindset-თან ბრძოლაა, რაც საინტერესო და ალბათ ასე თუ ისე ხანგრძლივი პროცესია. ნდობის მოპოვების საფეხურზე ვართ, რაშიც ადგილობრივი პარტნიორები აქტიურად გვიჭერენ მხარს. გვსურს დროსთან ერთად კლიენტები დავარწმუნოთ, რომ ონლაინ მაღაზიის შექმნა მათი წარმატების და მოქნილობის გასაღებია. ჩვენ ვხსნით უხილავ ბარიერებს და აზერბაიჯანელ და უზბეკ ანტრეპრენერებს ვაჩვენებთ იმ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომელთა შესახებ აქამდე არ ჰქონდათ ცოდნა და რომელთა გამოყენების შემთხვევაში მეწარმეების წინსვლა გარდაუვალია.
გვჯერა, რომ მცდელობები ქმნიან შესაძლებლობებს ჩვენი მხრიდან უბრალოდ საჭიროა მათი მიზანში ამოღება და არ გაშვება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დღეს საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანშიც და უზბეკეთშიც გვყავს ლოკალური გუნდები, რომლებიც გაციფრულების ნებისმიერ საფეხურზე კომპანიებს ეხმარებიან. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთ ორგანიზაციასთან გვაკავშირებს დიდი გამოცდილება მსხვილი პროექტების განხორციელების კუთხით, როგორიც არიან ვიზა, USAID, EBRD და სხვები, ვგეგმავთ მსგავსი შინაარსის პროექტებში ჩავერთოთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
გვიხარია, რომ ჩვენს კონკურენტებს უწყვეტად ვაძლევთ სტიმულს და ბიძგს, რომ გაიზარდონ და დაგვეწიონ საერთაშორისო ასპარეზზე.