CityPay.io არის კრიპტო გადახდების პლატფორმა , რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს მიიღონ კრიპტოვალუტით გადახდები. ეს არის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის საშუალება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს მიიღონ გადახდები Bitcoin, Ethereum, Litecoin USDt და სხვა კრიპტოვალუტებით. კრიპტოვალუტით გადახდა სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტექნოლოგიებითა და კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ანონიმურობით/უსაფრთხოებით არის დაინტერესებული. კრიპტო გადახდების მიღებით, ბიზნესებს შეუძლიათ მოიზიდოს მეტი მომხმარებელი და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა თავიანთი მომხმარებლებისთვის.
CityPay.io სთავაზობს ბიზნესებს საერთაშორისო გადახდების მიღების ყველაზე მარტივ გზას, ნაკლები საკომისიოთი. კრიპტოვალუტის ტრანზაქციები CityPay.io-ს მეშვეობით გამორიცხავს ძვირადღირებული შუამავლებისა და ვალუტის კონვერტაციის საჭიროებას. გარდა ამისა, კრიპტოვალუტით ტრანზაქციები სწრაფად მუშავდება, რაც თავიდან გვარიდებს შეფერხებებს, რომლებიც შეიძლება მოხდეს საბანკო გადარიცხვებით.
ამჟამად CityPay.io-ს ჰყავს 1000-მდე ბიზნეს პარტნიორი და 200k-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი, რომლებიც იყენებენ პლატფორმას სხვადასხვა კრიპტოვალუტაში გადახდებისთვის. კრიპტომომხმარებლების მზარდმა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში აუცილებლობა გახადა ბიზნესებისთვის, მიჰყვნენ გადახდების ევოლუციას და უზრუნველყონ თავიანთ მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა.
CityPay.io-ს მეშვეობით გადახდის პროცესი გამარტივებულია. კლიენტებს შეუძლიათ CityPay.io-ს დახმარებით აირჩიონ სასურველი კრიპტოვალუტა, დაასკანირონ გადახდის კოდი ნებისმიერი კრიპტო საფულით და წარმატებით დაასრულონ გადახდა. იმისთვის რომ უფრო მეტი გაიგოთ როგორ დააინტეგრიროთ CityPay.io თქვენს ბიზნესებში დაუკავშირდით CityPay.io-ს მომხმარებელთა მხარდამჭერის ჯგუფს.
იმისათვის, რომ შენს საიტზე დააერთო citypay-ის კრიპტო გადახდები, მიჰყევი ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:
გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://www.citypay.io/
რეგისტრაციის გავლის შემდეგ შედი პროდუქტებში და შეკვეთაში. შეკვეთებში დააჭირე დამატებას და შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია: ტოკენის დასახლება, ვალუტა, დაშვებული IP მისამართები, გადამისამართების URL, Cancel URL, Success URL (Callback URL-ები და IP მისამართი გამოჩნდება შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში, „citypay კრიპტო გადახდები“-ის მონიშვნის შემდეგ.
ტოკენის შექმნის შემდეგ მიიღებ Access Token-ს და Customer ID-ის რომელიც მაღლა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება
ეს ორი მონაცემი ჩასვი შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში, „citypay კრიპტო გადახდები“-ის შესაბამის ველებში და დააჭირე ღილაკს შენახვა.