იმისათვის, რომ შენს საიტზე დააერთო საქართველოს ბანკის განვადება, მიჰყევი ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:
თუ უკვე დაერთებული გაქვს საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდები, მაშინ შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში მონიშნე “საქართველოს ბანკის განვადება” და დააჭირე ღილაკს “შენახვა”
თუ ჯერ არ გაქვს დაერთებული საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდები, მაშინ მიიწერე შემდეგი შინაარსის ტექსტი საქართველოს ბანკის წარომადგენელთან: anagiorgadze@bog.ge; s.chivadze@bog.ge; nkabulashvili@bog.ge.
" მოგესალმებით,
ჩემს ონლაინ მაღაზიაზე დაინტერესებული ვარ თქვენი განვადების დამატებით და მაინტერესებს რა იქნება ამისთვის ჩემგან საჭირო. ასევე ჩემი საიტი Storera(B2CGE)-ს პლატფორმაზეა აწყობილი.
პატივისცემით"
საქართველოს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოგიგზავნიან კოდებს “Client ID” და “Secret Key”
შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში, „ საქართველოს ბანკის განვადება“-ს მონიშვნის შემდეგ ჩასვი “Client ID” და “Secret Key”, დააჭირე ღილაკს “შენახვა"