მოითხოვე ონლაინ შეხვედრა

Bog ID

BOG ID არის საქართველოს ბანკის ავტორიზაცია/რეგისტრაცია/ ვერიფიკაციის სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თქვენს ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაცია და ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს ბანკის არსებული მომხმარებლით.

BOG ID-ში ერთიანდება ინტერნეტ ბანკითა და მობილბანკით ავტორიზაციის მეთოდები. თუ მომხმარებელი ინტერნეტ ბანკით ავტორიზაციას ირჩევს, მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანით ის თქვენს პლატფორმაზე შემოსვლას აინიცირებს.

მობილბანკის გამოყენებით, ფიზიკურ პირს შეუძლია დაასკანეროს QR კოდი და დაადასტუროს თქვენს პლატფორმაზე შემოსვლა. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ბანკი გაგიზიარებთ თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.

როგორ ხდება სერვისის გააქტიურება: BOG ID-ის ინტეგრაციისთვის აუცილებელია თქვენი კომპანია იყოს საქართველოს ბანკის კლიენტი. სერვისის გასააქტიურებლად დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და შემდეგ შეიყვანოთ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტები. (რეკვიზიტების მისაღებად გადადით ბმულზე). რეკვიზიტები, რომელსაც გადმოგცემთ საქართველოს ბანკი,  მოიცავს ორ პარამეტრს: client id, client secret.